პროტესტი გრძელდება - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

29.03.23 11:54
პროტესტი გრძელდება - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

პროტესტის მესამე  დღე -  რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმები დღეს 12:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ, სადაც საკუთარ გეგმებს გაასაჯაროებენ.  

საავადმყოფოში პროტესტი დილიდან გრძელდება. ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ისინი კლინიკის დირექტორის ზაზა ავალიანის გადადგომას და ასევე პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

არაერთი მოთხოვნის მიუხდევად, მედიკოსებს არავინ ხვდება.  მესამე დღეა მიმალვაშია კლინიკის ადმინიტრაციაც. კლინიკის დირექტორმა ზაზა ავალიანმა თანამდებობებიდან დისტანციურად გაუშვა კლინიკური დირექტორი და ხასრისხის მართვის დირექტორი. დღეს მოვალეობის შემსრულებლები. 

პარალელურად, საავადმყოფო  მედიკამენტების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას. არცერთი პასუხმგებელი პირი, ვინც სპეცწამლების კლინიკაში შეტანაზეა პასუხისმგებელი, საავადმყოფოში არ მიდის.

მოვითხოვთ ჩვენი კლინიკური დირექტორის გადაყენებას და ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენს პრემიერს ვთხოვთ, რომ ყველა რეაბილიტაცია, რომელიც იგეგმება ამ კლინიკაშ, ჩატარდეს კლინიკური საქმიანობის შეჩერების გარეშე ანუ კლინიკამ იფუნქციონიროს და ყველა ის გეგმა განხორციელდეს ამ კლინიკის ფუნქციონირებასთან ერთად, - ამბობს მედიკოსი.