"არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს" - ურთმელიძე სააკაშვილს დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს
პენიტენციური სამსხური მიხეილ სააკშვილს ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინების მოთხოვნით მიმართავს. მალხაზ ურთმელიძე მესამე პრეზიდენტს ისევ ექიმების დაუმორჩილებლოაბში ადანაშაულებს.
უწყება სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობას გამოეხმაურა. მალხაზ ურთმელძე ამტკიცებს, რომ რომ იუტიციის სამინიტრო "ვოვა-მედში" ექიმების შესვლაზე თანახმაა, თუმცა ამისთვის შესაბამისი დოკუემნტაციის წარდგენაა საჭირო.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება. რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკიტხს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი გამართული მოთხოვნაწარმოდგენილი არ არის, - თქვა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.