აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ბედი თქვენს ხელშია - თეონა ჭალიძე პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს

29.03.23 14:07
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ბედი  თქვენს ხელშია - თეონა ჭალიძე პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და იმოქმედეთ! - თეონა ჭალიძე ზურაბ აზარაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს


“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერ მინისტრს მიმართავს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებზე დაიწყონ ყურადღების გამახვილება. ჭალიძის თქმით საუბარი დაახლოებით ოცამდე ბავშვზეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც ჩინოვნიკების ნებაზეა დამოკიდებული

“მივმართავ ორ ჩინოვნიკს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის საქართველოში შემოტანა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა. ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ამაოდ. ჩინოვნიკებს მათთვის არ სცალიათ. არადა სულ ოცამდე ბავშვზეა საუბარი.
ჯანდაცვის სისტემით რომ ამაყობთ და სინამდვილეში ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფრად აგდებთ, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და იმოქმედეთ!
პრიორიტეტები გადაახალისეთ, ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტი რა გაქვთ?
თანადგომას ვუცხადებ მშობლებს, რომლებიც იბრძვიან შვილების ჯანმრთელობისთვის” - თეონა ჭალიძე