15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული განაჩენის მოლოდინშია - 62 წლის კაცი საკუთარმა შვილმა ამხილა

29.03.23 20:01
15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული განაჩენის მოლოდინშია - 62 წლის კაცი საკუთარმა შვილმა ამხილა

63 წლის კაცი უმძიმეს დანაშაულში ბრალის წარდგენას ელოდება - საქმე 15 წლის მოზარდზე შესაძლო სექსუალურ ძალადობას ეხება. თვითმხილველების ინფორმაციით, ბოლო ფაქტი გუშინ მოხდა, რა დროსაც სავარაუდო მოძალადე ადგილობრივებმა ფარდულში შენიშნეს.    

მამაკაცი სკოლის მოსწავლეზე სავარაუდოდ სისტემატიურად ძალადობდა. პოლიციას ამ შემზარავი ფაქტის შესახებ თავად დაკავებულის შვილმა შეატყობინა, რის შემდეგაც 63 წლის კაცს ხელბორკილები დაადეს. 

სოფელი მომხდარის გამო შოკშია. როგორც აღმოჩნდა დაკავებული და  გოგოს მამა მეგობრები იყვნენ.  ამ ფაქტს ბრალდებულის მეუღლეც ადასტურებს, რომელიც დეტალურად ყვება  თუ რა ვითარებაში ნახეს თანასოფლელებმა მისი ქმარი.

15 წლის გოგონასთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ, რის შემდეგაც უკვე დაზარალებული მოზარდის ჩვენებას სამართალდამცველებიც მოისმენენ.

მოზარდმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო უკვე დატოვა, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.