ორი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა
ორი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - ზურაბ არაზაშვილს კი არცერთი მოქალაქის ხმა არ ესმის. ვოლტის და გლოვოს გაფიცული კურიერები საპროტესტო მსვლელობით ბოლოს სამინისტროსთან მივიდნენ და მედიაციის პროცესის დაწყება მოითხოვეს. რადგან ამბობენ, რომ კომპანიების მმართველები მათთან საუბარზე უარს ამბობენ. კურიერებს ჯანდაცვის სამინისტროში პროტესტის კიდევ ერთი ტალღა დახვდათ. უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.