ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

30.03.23 10:06
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება.

მეზობლები არიან, ძალიან კარგი, პატიოსანი ოჯახი. ასაკოვანი ქალია, რძალი ჰყავთ, შვილიშვილები ჰყავთ, თვითონ კაციც სამოც წოლამდე იქნება, ძან კარგი, პატიოსანი ხალხი. საქონელი ჰყავთ, იმით ვაჭრობენ. ძალიან მიკვირს, რაღაც შეცდომაა აქ დაშვებული. ვიღაცის ბრალი ამათ ედებათ," - ამბობს  ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სპეცოპერაცია ასევე მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიც, სადაც რამდენიმე პირია დაკავებული.