მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ნარკორეალიზების ბრალდებით ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით. პოლიციამ ნარკორეალიზების ბრალდებით ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა.
10-მდე რეგიონში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სპეცოპერაცია ტარდება კახეთსა და ფონიჭალის რამდენიმე ლოკაციაზეც. სავარაუდოდ დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.
სპეცოპერაციების სერიის შესახებ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.
მისი თქმით, დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა გაორმაგდება.
გრძელდება ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ფონიჭალაში 4 ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი. ღნისძიება გრძელდება, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენაობა მინიმუმ გაორმაგდება, არიან როგორც მანდილოსნები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები," - ამბობს თიმურაზ კუპატაძე.