შსს-მ მარტის აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყო - დაკავებულია 21 წლის ბიჭი

30.03.23 11:12
შსს-მ მარტის აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყო - დაკავებულია 21 წლის ბიჭი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტის აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყო. რამდენიმე სააათის წინ  21 წლის კაცი დააკავეს. 

გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ სწორედ დაკავებულმა ესროლა ქვები პოლიციას, გამოიყენა მოლოტივის კოქტეილები და გადაწვა საპატრულო პოლიციის მანქანებიც. კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიშია.

პარალელურად ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში განსასჯელის სკამზე ჟურნალისტები სხედან.