"შოკირებული ვარ, ეს მოწმის პირადი შურისძიებაა" - 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 63 წლის კაცი ალაპარაკდა

30.03.23 11:22
"შოკირებული ვარ, ეს მოწმის პირადი შურისძიებაა" - 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 63 წლის კაცი ალაპარაკდა

სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტი - 63 წლის კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შუა ხნის კაცი დანაშაულს  არ აღიარებს. და ამტკიცებს, რომ საქმის ოქროს მოწმე იტყუება მიზანი კი შურისძიებაა. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულსა და მოწმეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ. 

63 წლის კაცს ხელბორკილები გუშინ დაადეს - თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე ადგილობრივებმა 15 წლის გოგონასთან ერთად ფარდულში შენიშნეს.    

ე.წ. საქმის ოქროს მოწმის მონაყოლის შემდეგ, პოლიციას ფაქტის შესახებ თავად დაკავებულის შვილმა შეატყობინა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

პოლიციას სავარაუდოდ ჩვენება მისცა 15 წლის გოგომაც, რომელსაც ექსპერტიზა გუშინვე ჩაუტარდა.