მოსამართლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს - ზურა ვარდიაშვილი
მარტის აქციების დროს დაკავებული "პუბლიკას" დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და "ტაბულას" ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. ორივე მათგანს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება.
,,პუბლიკის" დამფუძნებლის ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმ დირექტივაზე, რომელიც მან უკვე მიიღო.
ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში, ფორმალური ხასიათი აქვს, იურიდიულ დეტალბს ვგულისხმობ. მოსამართლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს ან რა დირექტივა მიიღო. ჩათვლიან საჭიროდ, რომ ზედმეტი ხმაური და კიდევ ჟურნალისტების დაჭერა, დაჯარიმება და რეპრესირება არ სჭირდებათ, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ტყუილად დამაკავეს და თუ ჩათვლიან საჭიროდ სხვა ჟრნალისტების გაფრთხილებას, დაშინებას, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რის საშუალებასაც მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსი აძლევს. მცირეოდენ ბარიერსაც კი არ წარმოადგენს ჩემს ცხოვრებაში იმისას, რომ ხელი ამაღებინოს იმ საქმეაზე, რასაც ვაკეთბ, ასე რომ შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ," - ამბობს ზურაბ ვარდიაშვილი.