ლისის ტბის ტერიტორიაზე სკვერის ნაცვლად კერძო საპარკინგე მოაწყვეს - ბუაძე კალაძეს "გაღვიძებას" ურჩეს

30.03.23 13:39
ლისის ტბის ტერიტორიაზე სკვერის ნაცვლად კერძო საპარკინგე მოაწყვეს - ბუაძე კალაძეს "გაღვიძებას" ურჩეს

თბილისის მერიის მიერ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდულ ტერიტორიას, სადაც სკვერები უნდა მოწყობილიყო, ავტო სადგომებად იყენებენ - განცხადება "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ გააკეთა. 

საკრებულოს წევრი დედაქალაქის მერს მიმართავს "გაღვიძოს" და მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად ამ ტერიოტირიით დაინტერესდეს:

2015 წელს თბილისის მერიამ ეს ტერიტორია გაყიდა იმ პირობით, რომ აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი. მიმოიხედეთ, რა ხდება ამ ტერიტორიაზე, იმის ნაცვლად, რომ აქ სკვერი მოწყობილიყო და ქალაქს დამატებოდა სარეკრეაციო სივრცე, მივიღეთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე, კერძო ტერიტორია, რომლით სარგებლობასაც სავარაუდოდ,  მოქალაქეებიც კი ვერ შეძლებენ.

იმის მაგივრად, რომ დედაქალაქის მერია მეთვალყურეობას უწევდეს ასეთი ტერიტორიების ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ პარკინგი ისე მოეწყო, რომ მისი მოწყობის ნებართვაც კი არ არის გაცემული. მობეტონებული ტერიოტირია უნებართვოდ იქნა მოწყობილი იქ, სადაც უნდა ყოფილიყო სკვერი, მივიღეთ უსარგებლო სივრცე, ეს არის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ყოველდღიურად გაიცემა ახალი მშენებლობის ნებართვა, სადაც აუცილებელია, რომ დამატებით სარეკრეაციო და საზოგადოებრივი სივრცეები არსებობდეს,  მაგრამ იმის გამო, რომ დედაქლაქის მერი კორუფციისგანაა ჩაძინებული, ვხედავთ, რომ არანაირი ყურადღება არ ექცევა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც კერძო მესაკუთრეებს აქ უნდა შეესრულებინათ. მე მინდა მივმართო თბილისის მერს, რომ გაღვიძოს, დაინტერესდეს მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად ამ ტერიოტირიით და განუმარტოს საზოგადოებას, რატომ მივიღეთ სკვერისა და სარეკრეაციო სივრცის ნაცვლად მორიგი კერძო პარკინგი,"- ამბობს საბა ბუაძე.