თანამდებობას სახალხო დამცველის კიდევ ერთი მოადგილე, ეკატერინე სხილაძეც ტოვებს

30.03.23 16:11
თანამდებობას სახალხო დამცველის კიდევ ერთი მოადგილე, ეკატერინე სხილაძეც ტოვებს

სახალხო დამცველის აპარატს ომბუდსმენის კიდევ ერთი მოადგილე ეკატერინე სხილაძეც ტოვებს. 

„მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ. არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს“, - წერს ის და მადლობას უხდის აპარატის თანამშრომლებს.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გიორგი ბურჯანაძემაც. მისი თქმით, სად გააგრძელებს მუშაობას, ამას მოგვიანებით გაასაჯაროებს.