მიდის ჩემს შვილს გაშავების პროცესი - ლაზარე გრიგორიადისის მამის საგანგებო მიმართვა

30.03.23 17:41
მიდის ჩემს შვილს გაშავების პროცესი - ლაზარე გრიგორიადისის მამის საგანგებო მიმართვა

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა ამბობს, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.  ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ პროპაგანტისტული არხების მიერ გვრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულს თითქოს მამასთან კონფლიქტი და ცუდი ურთიერთობა აქვს სიმართლეს არ შეესაბამება: 

"ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი,  თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ,  ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას,  მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს)" -  წერს ბექა გრიგორიადისი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტის აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყო. რამდენიმე სააათის წინ  21 წლის კაცი დააკავეს. 

გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ სწორედ დაკავებულმა ესროლა ქვები პოლიციას, გამოიყენა მოლოტივის კოქტეილები და გადაწვა საპატრულო პოლიციის მანქანებიც. კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიშია.