ინდოელი ექსტრემისტი საქართველოში - ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა

30.03.23 20:04
ინდოელი ექსტრემისტი საქართველოში - ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა

საქართველო ახალი სკანდალის შუაგულში - რა მისიით იმყოფებოდა ერთი თვის მანძილზე საქართველოში პენჯაბის  სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი?

ინდურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამრიტპალ სინგ ჰის  პაკისტანური დაზვერვა საქართველოში წვრთნიდა. პენჯაბი ინდოეთის შტატია, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძვიან. სინგ ჰის  დაჯგუფებას კი იარაღით პაკისტანი ამარაგებდა და ასევე ის კავშირშია ნარკოდილერებთან. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კომენტარზე უარს ამბობს, მაგრამ  გამოძიება დაწყებული აქვს ინდოეთის პოლიციას.  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა უკვე იციან, რომ ერთი თვის განმავლობაში ინდოელი ექსტრემისტი საქართველოში იმყოფებოდა და ეს ფაქტი უკვე   გამოძიების ნაწილია.  

სეპარატისტული მოძრაობის ლიდერს ყველგან ეძებენ და ცხადია, ინდოეთის სპეცსამსახურებს კითხვები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთანაც ექნებათ. 

მოუწევს თუ არა სუსს კითხვებზე პასუხის გაცემა,  რატომ მისცეს უფლება სხვა ქვეყნის კონტრდაზვერვას წვრთნები საქართველოში ეწარმოებინა? - ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტი