რიკოთი ამ დრომდე ჩაკეტილია - არსებობს მეწყერის საფრთხე

30.03.23 20:59
რიკოთი ამ დრომდე ჩაკეტილია - არსებობს მეწყერის საფრთხე

რიკოთი ამ დრომდე ჩაკეტილია - რატომ გახდა დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი მაგისტრალი საშიში?

ბოლო ორ თვეში უკვე მეოთხედ, რიკოთზე ისევ მეწყერის საფრთხე არსებობს და ამიტომ მოძრაობა აიკრძალა.  ფაქტია, რომ ყოველი უამინდობა რიკოთისთვის განაჩენის ტოლფასია.   ცოტა ხნის წინ აქ ფერდი ჩამოიშალა, ახლა კი   ისევ გაჩნდა მეწყერის   საშიშროება.    გახშირებული  პრობლემების გამო კი   სულ უფრო რეალური ხდება ის, რის შესახებაც გეოლოგები საუბრობდნენ. რიკოთზე მასშტაბური სამუშაოები ისე დაიწყეს, რომ  შესაბამისი კვლევები არ ჩაატარეს და ხალხის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.