სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ - დაკავებულია 58 ადამიანი
58 დაკავებული და მათგან 31 ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით. მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ერთდრპულად გამთენისაას დაიწყო. დაკავებულებს შორის 10 ქალია. გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, ძირითადად, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. სამართალდაცველებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ფონიჭალაში, კაბალში და გორში ჩაატარეს. ბრალდებულების სახლებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
"ჰეროინი", "კოკაინი", "ემ დი ემაი", "მეტადონი" და კიდევ 10-მდე დასახელების მძიმე ნარკოტიკი უკვე მტკიცებულებაა დაკავებულების წინააღმდეგ. გამსაღებლები ნარკოტიკებს კონკრეტულ ადგილებზე მალავდნენ, შემდეგ ფოტოებს იღებდნენ და შესაბამისი კოორდინატებით უგზავნიდნენ შეძენის მსურველებს. შენიღბისთვის ერთ-ერთი ოჯახი მწვანილის გამყიდველის საფარქვეშ მუშაობდა, რეალურად კი სახლიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იყიდებოდა.