მოლოტოვის კოქტეილის სროლის საქმე - გაუშვებს თუ არა მოსამართლე ციხეში 21 წლის ბიჭს ?
საქალაქო სასამართლოში დღეს მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული 21 წლის ბიჭი პროცესი გაიმართება. 13:00 საათზე მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს თუ არა ახალგაზრდა მომიტინგეს ციხეში, რომელიც ქუჩაში რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა.
პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ ლაზარე გრიგორიადისი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამომძიებლებს პირველი ჩვენება მისცა, სადაც ტქვა, რომ შსს-ს ბალანზე არსებული ავტომობილი დაწვა. ასე თქვა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ნამდვილად ისროლა, თუმცა არა ძალოვანი უწყების წარმომადგნლების მიმართულებით.
დაკავებულის ადვოკატი ლიკა ბითაძე არ გამორიცხავს, რომ გრიგორიადისზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გახორციელდა და ფიქრობს,რ ომ შესაძლოა, 21 წლის ბიჭმა ჩვენება შეცვალოს.
აუცილებლად ვაპირებ ვიშუამდგომლო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, გირაოზე, რისი სრული საფუძველი მაქვს. რაც შეეხება, რა ნაწილშიც აღიარა ბრალი, ეს იყო გუშინ, თუმცა მე არ დავსწრებივარ ბრალის წარდგენას და ჩვენ ების მიცემას, ეს არის ის, რომ აღიარა იმ ნაწილში, რომ რეალურად ავტომობილი დაწვა და არ აღიარა იმ ნაწილში, რომ 353 მუხლი, პოლიციელებზე თავდასხმა. კერძოდ. კოქტეილი, რომელიც ისროლა, როგორც მან განმარტა, ზოგადად ისროლა, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე პირს რომ მოხვედროდა, ამის მიზანი და განზრახვა არ ჰქონია, - ამბობს ადვოკატი.
ლაზარე გროგორიადის გამოძიება პოლიციელის ცემას. მოლოტოვის კოქტეილების და ქვების სროლას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლის ბიჭს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ელენე ხოშტარიამ დააანონსა.