"ადგილი ჰქონდა შურისძიებას" - თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს და ნათია ბერიძეს უჩივის
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს უჩივის. სექსულური შევიწროების მსხვერპლი "ოცნების" მთავარ პროპაგანდისტს ადევნებასა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაში ადანაშაულებს.
სამხარაძეს საჩივარი შეაქვს ნათია ბერიძის წინააღმდეგაც. საქმე ეხება "პოსტ ტვ"-ის კორესპონდენტის მიერ ცრუ დასმენას, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა, თითქოს სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმაა გაიტაცა.
თათია სამახარაძემ და მისმა იურისტმა შსს ცოტა ხნის წინ დატოვეს.
სამახარძემ ასევე, პრეზიდენტს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს დილას პარლამენტში გამოდიოდა თავისი სიტყვით და როგორც ჩვენ დავინახეთ, ქალი პრეზიდენტიც იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის, იმ გამოსარჩლების გამოც, რომელიც მან გააკეთა თავისი ბრიფინგის სახით, როდესაც მე მას ვთხოვე დახმარება.
მოტივი იყო ცალსახად შურისძიება იმ ქალზე, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო. იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს საქმეს ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე და საქმე იქნება გამოძიებული სამართლიანად და არ იქნება გამოძიება ტენდეციური, - თქვა სამახარაძემ.