რესპუბლიკურის მედიკოსების ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

31.03.23 16:26
რესპუბლიკურის მედიკოსების ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ექიმებთან შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილიდან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებოდნენ. 5 დღიანი პროტესტის შემდეგ თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური მედიკოსების მოთხოვნებს დახურულ კარს მიღმა ისმენდნენ.

 ხუთი დღის შემდეგ პირველად სამსახურში მივიდა კლინიკის დირექტორიც, თუმცა ზაზა ავალიანი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.

უკვე ერთი კვირაა, მედიკოსები კლინიკის სავარაუდო დემონტაჟს აპროტესტებენ. ითხოვენ პასუხებს, რა ბედი ელით თუ კლინიკის შენობას დაანგრევენ.