მთავარ ავტომაგისტრალზე ისევ საცობებია - ადგილობრივები პრობლემებზე საუბრობენ

31.03.23 17:27
მთავარ ავტომაგისტრალზე ისევ საცობებია - ადგილობრივები პრობლემებზე საუბრობენ

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის გამო დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზებზე საცობებებია. მოძრაობა შეფერხებულიააა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ გზაზეც. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილზე გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ცენტრალური მაგისტრალი უკვე მეორე დღეა  გადაკეტილია, შემოვლით გზებზე კი სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მძღოლებისთვის დამატებითი ბარიერია.

უღელტეხილის ჩაკეტვამ პრობლემები შექმნა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლოება ამბობს ,რომ დისტრიბუტორები მაღაზიებს ვეღარ ამარაგებენ.

პროდუქტების შემოტანას ვერ ვახერხებ, იმიტომ, რომ გზა ჩაკეტილია. ზესტაფონის მხარეს მარშრუტკები არ დადიან. პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ ყველას არ აქვს სახლში პატარა მანქანა, წამალი გწირდება, ყველაფერი მოსატანია, - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები