ახალი სკანდალი მკვლელი შადრევნის საქმეში - საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელი შადრევნის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლეს ჩვენება დღეს მებაღე დევი მეზურნიშვიულმა მისცა რომელიც ბავშვების დასახმარებლად მკვლელ შადრევანში ჩავიდა. პროცესის ეს ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც სხდომა გაიხსნა, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი ტენდენციურია.
პროცესზე ერთ-ერთმა ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ფურცვხანიძისთვის პატიმრობის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სხდომის დაწყების წინ კი ახალმა სკანდალმა იფეთქა. ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე პროკურატურამ სადავო დოკუმენტების ორიგინალები არ გააგზავნა, რაც ობიექტური ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას არ იძლევა.
ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთის, რისთვისაც ბრალი აქვთ წარდგენილი ბრალდებულებს, ეს დოკუმენტი, როგორც ირკვევა, თურმე რეალურად არ არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს მტკიცებულებაც საბოლოო ჯამში, სასამართლოს დაეხმარება მიიღოს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის შემთხვევა, როდესაც არ არსებული დოკუემნტის გამო ტიპი არის ბრალდებუი. ეს დაახლოებით იგივე სიტუციაა, რომ ტიპს ედავებოდა ფულის გაყალბებას და ეს ფული არ არსებობდეს, - ამბობს ადვოკატი.
სასამართლო ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ წუთებშ მოზარდების სკოლის დირექტორის ჰკითხავენ.