სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარია - ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული
ამ წუთებში თბილისის ცენტრში სასტუმრო ამბასადორი იწვის. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების სრული მობილიზაციაა. შენობის ზედა სართულები, პრაქტიკულად, ცეცხლის ალშია გახვეული.
შენობა ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე თითქმის დაცლილია, თუმცა ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაზარალებულები. კადრებში ჩანს ხალხი, რომელიც სასტუმროს მეორე სართულზე აივანზე იმყოფებიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.
ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვერვი მიზეზი.