სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალები მოქმედებაზე გადადიან - თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს უჩივის

31.03.23 20:36
სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალები მოქმედებაზე გადადიან - თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს უჩივის

ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები მოქმედებაზე გადადიან. თათია სამხარაძე   შალვა რამიშვილს უჩივის. სექსულური შევიწროების მსხვერპლი, რომელმაც ერთხელ უკვე მოიგო პროცესი რამიშვილის წინააღმდეგ, "ოცნების" მთავარ პროპაგანდისტს ამჯერად  ადევნებასაა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაში ადანაშაულებს.

სამხამარაძეს საჩივარი შეაქვს ნათია ბერიძის წინააღმდეგაც.  სამოქალაქო აქტივისტი პ"ოსტ ტვ"-ის  ჟურნალისტს, რომელმაც პოლიცია გამოიძახა ცრუ დასმენაში ადანაშაულებს.

სარჩელები ამით არ სრულდება: ანანია გაჩეჩილაძე, შალვა რამიშვილის კიდევ ერთი სავარუდო მსხვერპლი, იურიდიულ კონსულტაციებს გადის. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ოფისში გაჩეჩილაძის ვრცელი აუდიოჩანაწერის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს . რაც შეეხება საგამოძიებო უწყებას, ჩანაწერების გასაჯაროვების მიუხედავად, ამ დრომე სამართლადამცველებისგან რეაგირება არ ყოფილა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.