ჩაკეტილმა რიკოთმა მძღოლებს და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

31.03.23 20:47
ჩაკეტილმა რიკოთმა მძღოლებს და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

უკვე მეორე დღეა რიკოთი ჩაკეტილია.  პარალიზებულია გადაადგილება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მძღოლებს ადგილზე ორ ალტერნატივას სთავაზობენ: სურამიდან  ხარაგაულის შემოვლით გზაზე გადასვლას ან საჩხერე-ჭიათურის გზის გამოყენებას, თუმცა არცერთ ამ  ტერტორიაზე საგზაო ინფრაქსტრუქტურა გამართული არ არის.

მძღოლებს რამდენიმე საათი საცობში უწევთ დგომა. რიკოთის ჩაკეტვამ კი სერიოზული პრობლემები შეუქმნა  ხარაგაულის სოფლების მოსახლეობასაც. მაღაზიები  პროდუქტებით ვეღარ მარაგდება, რადგან დისტრიბუტორები ადგილამდე ვერ მიდიან.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.