ერთ-ერთი ვერსიით, "ამბასადორის" კაზინოში სტუმარმა დიდი თანხა წააგო, რის შემდეგაც ცეცხლი გააჩინა

31.03.23 20:02
ერთ-ერთი ვერსიით, "ამბასადორის" კაზინოში სტუმარმა დიდი თანხა წააგო, რის შემდეგაც ცეცხლი გააჩინა

ხანძარი   "ამბასადორში" ლიკვიდირებულია. ერთი ერთი ვერსიით, სასატუმროს კაზინოში სტუმარმად დიდი თანხა წააგო და ხანძარი ამის შემდეგ განზრახ გააჩინა. ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმროს სტუმრების და თანამშრომლების დაკითხვა.

სრულად დამწვარია ცნობილი სასტუმროს ბოლო სართული, სადაც რესტორანია.  ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ  ცეცხლი და შავი კვამლი თბილისის სხვა რაიონებიდანაც კარგად ჩანდა. 

ამბასადორი  ამ დროისთვის უკვე  დაცლილია.  ხალხის ევაკუაცია მოხერხდა,  თუმცა მანამდე გავრცელებულ კადრებში   ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც სასტუმროს მეორე სართულზე,  აივანზე იმყოფებოდნენ.   

მომხდარზე გამოძიება 187 მუხლით დაიწყო. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.