გიორგი ჩალაძის ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა

31.03.23 20:34
გიორგი ჩალაძის ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა

გიორგი ჩალაძის ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელს ჯერ  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, დღეს კი მის ავტომობილს საწვავის მილი დაუზიანეს.

ჩალაძის ინფორმაციით, საწვავი პირდაპირ ცხელ ძრავზე იღვრებოდა, რასაც შესაძლოა ხანძარი და აფეთქება მოჰყოლოდა.

გიორგი ჩალაძემ ჯერ კიდევ გუშინ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს მის მიმართ არსებულ მუქარებზე რეაგირებისთვის. 
 

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.