"ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - მამაკაცს, სავარაუდოდ, ფისიქიკური პრობლემები აქვს

01.04.23 11:05
"ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - მამაკაცს, სავარაუდოდ, ფისიქიკური პრობლემები აქვს

სასტრუმო "ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის საქმეზე პოლიაციამ ერთი ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილ 28 წლის მამაკაცს  ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, მას ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცეცხლის განზრახ გაჩენას ედავებიან. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელიც  ხანძრის მომენტში ტერასაზე იდგა და ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად სასტუმროს ტანამშრომლები დააკავეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ ადგილზე შსს-ს თანამშრომლები. 

"ამბასადორთან" ამ დრომდე სახანძრო სამაშველო ბრიგადის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. მაღალი კლასის სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები გვაინ ღამემდე გაგრძელდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.