"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - ზუსტად 20:00 საათზე სტუდენტები ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან იკრიბებიან. შვილების თაობის პირველ მსხვერპლს მხარდაჭერას "ევროპული საქართველოს", ტაბულას" და ამომრჩეველთა განათლების ცენტრის წევრები უცხადებენ.
დღევანდელი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 21 წლის ბიჭის გათავისუფლება იქნება. შეკრების ადგილიც საგანგებბოდა შეარჩიეს. ლაზარეს მეგობრები რიგითი მოქალაქეები და მისი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა მომიტინგე პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაააკვეს და ის ხელისუფლების დაანონსებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
მთავრობის ლიდერები გამოდიან და ხაზს უსვამენ მის გარეგნობას, იგონებენ რაღაცა ორიენტაციას ანუ ცდილობენ მის გაშავებას, რასაც აკეთებენ ორკესტრირებულად მათი მაღული ტროლ-გვერდებით. და ეს ყველაფერი აჩვენებს პოლიტიკურ მოტივს. ქართველი ხალხისთის ეს იქნება ნათელი. ეს მათ ჰგონიათ, რომ მათსავით უღირსი და უვიცია ქართელი ხალხი და შინაარსს არ მიაქცევს ყურადღებას და ტატუებს შეხედავს. სიმბოლური დღეს ავიღეთ შაბათი, შემდეგ შაბათს არის ლაზარეს დღესასწაულიდ ა შემდეგ შაბათსაც უნდა შევიკრიბოთ და უნდა ვაქციოთ შაბათი ლაზარეს შაბათად და იქამდე უნდა გავაკეთოთ ეს, სანამ უსამართლო მსხვერპლი გარეთ არ იქნება, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.
"ოცნებამ" შვილების თაობის ციხეში გაშვების კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
რეპრესიების პირველი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგობისთვის სამაგალითოდ დასაჯეს და 11 წლიანი პატიმრობისთვის გაწირეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გუშინ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.