პუტინის მორიგი მსხვერპლი - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა

01.04.23 11:40
პუტინის მორიგი მსხვერპლი - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა

უკრაინაში ქათველი მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ახალგაზრდაა კაცის თანამებრძოლები ავრცელებენ.

არსებული ცნობებით, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა. ქართველი მეომარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

ოჯახმა საზარელი ამბავი ცოტა ხნის შეიტყო. მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდანაა. 

 

ერთი წლის უკან წავიდა უკრაინაში. იქ ბრძოლობდა, იქ იყო, მეუღლე იქ შეირთო, იქაური ცოლი მოიყვანა, იქ ცხოვრობდა. 8 წელი იმსახურა ტავდაცვაში. ჩვეულებრივ მოტივაციაზე იყო, პატრიოტი აადამიანი იყო. მოტივაცია ჰქონდა ასეთი, რომ სამშობლოს სიყვარულით იყო წასული, - ამბობს ახლობელი. 

უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან ეს უკვე რიგით 38-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა.