"ამბასადორში" ზარალს ითვლიან - სასტუმროს ადმინისტრაცია ხანძრის მიზეზებზე ვერ სუაბრობს
სასტუმრო "ამბასადორში" ზარალს ითვლიან. განადგურებულია სასტუმროს ზედა სართულები. ზევიდან ჩამოსული წყლის გამო, რომელიც მეხანძრებმა ხანძრის ჩასაქრობად გამოიყეენს, ზარალი მიადგა ქვედა სართულებსაც.
სასტუმროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერსიებზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, ჯერ ისევ დაუდგენელია, ვინ გააჩინა რეალურად ხანძარი.
ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სავარაუდოდ რომ ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ადმაიანის გაჩენილი ხანძარი, ამას არანაირი კავშირი სამორინეასთან არ ჰქონია და ნამყოფიც არ არის. ეს ადამიანი, ვისზედაც მესაუბრებით, აქ ცხოვრობდა, ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი, მაგამ მან გააჩინა თუ არა მე არ შემიძლია ჯერჯერობით ამაზე გელაპარაკოთ. გამოძიების ვერსია ბევრია, გააჩინა ფიზიკურმა პირმა, გაჩნდა ელექტროენერგიის სასუალებით, აქ ყველანაირი ზომა დაცულია. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა როგროიც არ უნდა გააკეთო, არის შემთხვევები, რომელიც ამ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის გამოსცდის. მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა განზრახ გააჩინა ხანძარი, ძნელია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ იმდენად ეფექტურად იმუშაოს, რომ ის არ გავრცელდეს. მითუმეტეს, როცა ასეთი სასტუმროა, მაღალი კლასის, ბევრი ხალიჩაა, ბევრი ფარდაა, ბევრი საღებავიდ ა შპლაერია და მარტივად აალებადია, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმრო "ამბასადორში" გუშინ გაჩნდა. შსს-მ მომხდარზე ერთი პირი დააკავა.