21 წლის ლაზარეს ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას 24 საათში გაასაჩივრებენ

01.04.23 13:23
21 წლის ლაზარეს ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას 24 საათში გაასაჩივრებენ

21 წლის ლაზარეს ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. შვილების თაობის პირველი მსხვერპლის უფლებადამცველი საჩივრით სააპელაციო სასამარათლოს დაჩქარებულ ვადებში მიმართავს.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პროკურატურამ პოლიციელების ჩვენებების გარდა ლაზარე გრიგორადის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. 

ბრალდების მხარე ხელმძღვანელობდა შაბლონური არგუმენტაციით, როგორც იყო ბრალდებულის მიმალვა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა,ახალი დანაშაულის ჩადენა და ამის საფუძველი ვერ დააკონკრეტა ბრალდების მხარემ თუ რატომ დაემალებოდა გამოძიებას, რატომ გაანადგურებდა მტკიცებულებებს და რატომ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს., რაც სრულიად უარგუმენტაციოდ გაიზიარა სასამართლომ. განჩინება ცავიბარე მხოლოდ და მხოლოდ ახლა და არ გავცნობივარ, თუმცა აუცილებლად გასაჩივრდება 48 საათში. რაც შეეხება პირდაპირ მტკიცებულებას უშუალოდ, ამ ეტაპზე ექსპერიზები, რომლებიც კონკრეტულად მის ინდეტიფიცირება სმოახდენს, სახეზე არ მაქვს. პირდაპირი მოწმეები, რომლებიც იქნებიან ნეიტრალურები, არა მაქვს, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ რის საფუძველ დააკავეს, - ამბობს ადვოკატი. 

რეპრესიების მსხვერპლი ახალაგაზდა მომიტინგის თავისუფლებისთვის დღესს 20:00 საათზე სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. "შენი შვილების დასაცავად " - ამ შინაარსის ფლაერებს ახლა დედაენის პარკში აქციის ორგანიზატორები არიგებენ.