"შენი შვილების დასაცავად" - დედა ენის ბაღში ლაზარეს მხარდამჭერ ფლაერებს არიგებენ
შვილების თაობის პირველი მსხვერპლის, ლაზარე გრიგორიადის მხარდასაჭერად დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. "შენი შვილების დასაცავად" - ამ შინაარსის ფლაერებს ახლა დედა-ენის ბაღში აქცის ორგანიზატორები არიგებენ. მათ ადგილზე პლაკატებიც აქვთ მიტანილი, სადაც წერია, რომ "ბიჭობა არის ათასნაირი, ათასი სახის მქონეა". სწორედ ეს იქნება დღევანდელი აქციის მტავარი ლოზუნგი.
შეკრებულები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ახლა ახალგაზრდებს თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო სჯის.
ვაპროტესტებთ შერჩევითი სამართლის მსხვერპლის ასე ჩაგვრას. ჩვენ გაცილებით უარეს გვინახავს თბილისის ქუჩებში „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორკების მიერ ჩადენილი და დღეს აქციაზე ზუსტად მაგის ჩენებას ვაპირებთ. ჩენ იმის მტკიცებას კი არ დავიწყებთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია, უბრალოდ, ვაჩვენებთ,რას სცადია „ქართული ოცნების“ მოკავშირეები და რატომაა ეს ადამიანი მსხვერპლი უსამართლობის, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"ოცნებამ" შვილების თაობის ციხეში გაშვების კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
რეპრესიების პირველი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგობისთვის სამაგალითოდ დასაჯეს და 11 წლიანი პატიმრობისთვის გაწირეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გუშინ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.