"უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს" - ზურაბიშვილის მიმართვა ზელენსკის
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებული სამიტის მონაწილეებს.
ზურაბიშვილის სიტყვებს ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მოლდოვის პრეზიდენტიც ისმენდა. მონაწილეებს შორის იყვნენ სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებმაც.
პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენს გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ამ სამარცხვინო ისტორიის მსხვერპლთ. საერთაშორისო საზოგადოების პასუხის და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშოიროს პრინციპების პირდაპირი დარღვევა შესაძლოა, თავიდან აცილებული ყოფილიყო. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესალებლობა მისცა მას სამხედრო სშუალებების გამოყენება თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო პრაქტიკა დაემკვიდრებინა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მფოსლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების იერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენთაგანისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშუალების შეხსენება, - განაცხადა ზურაბიშვილმა.