მკვლელობა იმერეთში - რესტორანში დაწყებულ კონფლიქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

01.04.23 14:50
მკვლელობა იმერეთში - რესტორანში დაწყებულ კონფლიქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

იმერეთში სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი. საზარელი შემთხვევა წყალტუბო ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე რესტორან "კვამლში" მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ფინანსური პოლიციის ყოფილი თანაშრომელია, ერთ-ერთი მსხვერპლი კი ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი.

რესტორნის პერსონალი „პირველებთან“ ირწმუნება, რომ სამ მამაკაცს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი რესტორნიდან გავიდნენ და ავტომობილის მიმართულებით წავიდნენ. სწორედ ამ დროს სიტუაციის განეიტრაების მიზნით ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ადგილზე რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად იქ მდგომი ორივე მამაკცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მოხდა დაახლოებით ღამე, ასე 2-3 საათისკენ. ჩვენ უკვე წასულები ვიყავით პერსონალი, მაგრამ როგორც გავიგე, ერთ მაგიდასთან ისხდნენ და რომ გავიდნენ, უბედური შემთხვევით გაუვარდა იარაღიდ ა ისე გარდაიცვალნენ... კამათი არ ყოფილა, როგორც ვიცი, მეგობრები იყვნენო. მემგონი გარეთ მოხდა მკვლელობა, გასვლის დროს, - ამბობს პერსონალი.

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ გამოზიება 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიემებლ გარემობაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. ის ამ დროისათვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.