არ შეიძლება მას გმირი ვუწოდოთ, ეს ამორალობაა - სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე
მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიდისი გმირი არ არის და ამის თქვა ამორალობაა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, შვილების თაობის წარმომადგენლის დაკავება სამართლებრივად სწორი იყო.
არ შეიძლება, უბალოდ, სიტყვა გმირი ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს, მაგალითად, ჟიული შარტავას. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამორალობაც არის, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, - თქვა სარჯელაძემ.