"თავისუფლება ლაზარეს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციისთვის ემზადებიან

01.04.23 17:11
"თავისუფლება ლაზარეს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციისთვის ემზადებიან

"თავისუფლება ლაზარეს" - შვილების თაობის პირველი მსხვერპლის მხარდამჭერ აქციამდე საამი საათი რჩება. მთავრობის ადმინისტრაციასთან, ზუსტად 20:00 საათზე  მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეთა რიგებში იქნებიან სტუდენტებიც.

ახლაგაზრდების ერთადერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეპრესიების შეწყვეტა და მათი თანატოლის ციხიდან გამოშვებაა.

იურისტი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება ხელისუფლების რეპრესიებს ერთად დგომით უნდა დაუპირისპირდეს. მისი თქმით, ერთი და ორი აქტივისტის დაკავებით "ოცნება" ხალხის პროტესტს ვერ ჩააქრობს. 

პუტინისტური კანონის მიღებას საზოგადოებამ უპასუხა მწვავე ლეგიტიმმური პროტესტით. ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა ახლა ცდილობს, რომ შური იძიოს პროტესტის მონაწილეებზე, აქტივისტებზე. ამისთვის მათ გადაწყვიტეს, რომ სამაგალითოდ დასაჯონ ლაზარე გრიგორიადისი. აქცენტი გააკეთეს თან ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, რახან უმრავლესობას არ ჰგავს, ამ შემთხვევაში, დაკავებული აქტივისტი და მათი განზრახვა არის ასეთი პრიმიტიული და ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ამას დავუპირისპირდეთ. ცეცხლს თუ ვინმე ეთამაშება, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და თუ ჰგონიათ, რომ 1 ან 2 აქტივისტის დაკავებით და პატიმრობის შეფარდებით პროტესტს ჩააქრობენ და ქართველი ერის სურვილს და მისწრაფებას შეცვლიან, მწარედ ცდებიან, - ამბობს ოთარ კახიძე.