პარლამენტთან შვილდაკარგული მშობლების აქცია იმართება
პარლამენტთან ამ წუთებში შვილდაკარგული მშობლების აქცია იმართება. დედები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სრულწლოვან მოქალაქეებს სახლემწიფომ უნდა მისცეს უფლება, საკუთარ ბიოლოგიურ მონაცემებზე წვდომა შეუფერხებლად ჰქონდეთ.
აქციის ორგანიზატორი თამუნა მუსერიძე და მისი ორგანიზაციაა.
პირველი მოთხოვნაა ის, რომ გაშილებულ ბავშვს ჰქონდეს იმის უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ ანუ მიიღოს აღმზრდელი მშობლის ხელმოწერის გარეშე ინფორმაცია თუ სად დაიბადა, როდის და რა გვარი იყო ანუ პირვანდელი სახელი და გვარი. ბევრი სამშობიარო, სამწუხაროდ, არქივს მალავს და არ აძლევენ მშობლებს უფლებას, რომ მიიღონ საკუთარი ინფორმაცია და გარდა ამისა, აქამდე რომ იყო ეს ცნობები უფასო, გახადეს 50 ლარი თვითნებურად. ვითხოვთ, რომ დარეგულირდეს ეს ფასის ცვლილება, - ამბობს მუსერიძე.