ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებელ მისამართს იცვლის - სად არის ოლიგარქის ახალი რეზიდენცია
ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებელ მისამართს იცვლის - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა ოლიგარქმა თბილისში, ნადიკვარის 2 ნომერში, პანორამა თბილისის სასტურო კომპლექსის ერთ ერთ შუშის შენობაში დაიდო ბინა.
ობიექტზე, სადაც წყაროს მტკიცებით, უკვე რამდენიმე დღეა იძინა ივანიშვილი დასახლდა, უსაფრთხების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული.
შიდა ტერიტორიაზე ყველა პირბადით გადაადგილდება. ეზოშიც კი თანამშრომლებს პირბადე უკეთიათ.
შუშის 6 სართულიანი შენობა ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, პანორამა თბილისის შემადგენელი ნაწილია და თანაინვესტირების ფონდი ფლობს და მართავს.
შაბათის ეთერის აერო გადაღების კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია. კეთილმოწყობილია ეზო. ტერასაზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებია დარგული.
პირველი სართული ხელოვნური კლდითაა მოპირკეთებლი. სავარაუდოდ, ამ შენობაშია ის შიდა ბაღიც, სადაც თუთიყუშებთან ერთად ვიდეო ბიძინა ივანიშვილს უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა გადაუღო და ინსტაგრამზე განათავსა.