"მე დამიჭირეთ, არ გაუმწაროთ ცხოვრება 21 წლის ბიჭს"- ლაზარე გრიგორიადისის მამა შეუძლოდ გახდა

01.04.23 21:15
"მე დამიჭირეთ,  არ გაუმწაროთ ცხოვრება 21 წლის ბიჭს"- ლაზარე გრიგორიადისის მამა შეუძლოდ გახდა

შვილების თაობის პირველი მსხვერპლის მამა ლაზარე გრიგორიადისის მამა შეუძლოდ გახდა -  ბექა გრიგორიადისს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. 

სანამ ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილში აღმოჩნდებოდა, თქვა, რომ "ხელისუფლებამ მისი შვილის წინააღ,დეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. 

"ეს იყო ლამაზად ჩატარებული სპეცოპერაცია"- ამბობს ბექა გრიგორიადისი. კაცი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ახალგაზრდა, სპეციალურად, მისი გარეგნობის გამო შეარჩიეს და დასაჯეს. 

"მე დამიჭირეთ და არ გაუმწაროთ ცხოვრება 21 წლის ბიჭს"- თქვა დაკავებულის მამამ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.