საუკუნის აფერა საქართველოში - თაღლითი მაკლერები ნაქირავებ ბინებს აგირავებდნენ, ზარალი მილიონს აღწევს
საუკუნის აფერა საქართველოში - გამოძიების ინფორმაციით, 6-მა ქალმა „თაღლითი მაკლერების“ დაჯგუფება შექმნა, ისინი წინასწარ ნაქირავებ ნინებს კოლოსალურ თანხებად აგირავებდნენ.
პოლიციის ფაილების მიხედვით, ანი სოფრომაძემ,სოფიკო ბარკალაიამ, ნინო ქიტიაშვილმა, ცისანა შერგელაშვილმა, ელენე მაისურაძემ და ეკა გურულმა „თაღლითი მაკლერების“ დაჯგუფები შექმნეს და უბინაოდ, ქუჩაში 50-მდე ადამიანი დატოვეს.
ეკა გურულმა ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო დანარჩენებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 10 წლის გატარება მოუწევთ.
საქმეში დევს აღიარებითი ფარული ჩანაწერებიც, რომლელიც დაზარალებულების ჩვენებებთან ერთად ბრალდებულების წინააღმმდეგ მთავარი მტკიცებულებაა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული ხელს ნოტარიუსებსაც ადებს. ქალი ამტკიცებს, რომ „თაღლითი მაკლერების“ დაჯგუფებასთან კონკრეტული ნოდატიუსები თანხის სანაცვლოდ უკანონო გარიგებაში იმყოფებოდნენ და თითო ხელშეკრულებაში ისნი, ქრთამს 400 დოლარს იღებდნენ.