"ამბასადორი" მე არ დამიწვავს, არც ფული წამიგია - ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს
"ამბასადორის" გადაწვაში ბრალდფებული 28 წლის კაცი ბრალდებას არ აღიარებს. დაკავებული ამტკიცებს, რომ ხუთვარკვლავიან სასტუმროში ცეცხლი მას არ გაუჩენია.
ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ კაცი აალებული სასტუმროს ფონზე, ვერანდაზე დგას.
ადვოკატი პაატა გოგოლაძე, ამბობს, რომ 28 წლის კაცი თვითგადარჩენის ინსტიქტებით მოძრაობდა, როცა
ვერსია, რომელიც მუსირებს, თითქოს მან კაზინოში რაღაც თანხა წააგო და გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, ბრალდებულის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ემუქრება საშიშროება, ის არ დაიწყებს ტანსაცმლის მოიძიებას. ერთადერთი ინსტიქტია, გამოვიდეს ნებისმიერი საშუალებით"- განაცხადა ადვოკატმა.
პაატა გოგოლაძე დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს.
სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.