ლაზარეს საქმე სააპელაციო სასამართლოშია - გრიგორიადისის ადვოკატმა საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრა
ლაზარეს საქმე სააპელაციო სასამართლოშია - ადვოკატმა საჩივარი მეორე ინსტანციაში უკვე დატოვა. ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ ჩაბარებული განჩინება შაბლონური ხასიათისაა.
გრიგორიადისის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დასაშვებად არ ცნობს.
"სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც პირდაპირ იმოქმედებდა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების კანონზომიერებაზე"- ამბობს ბითაძე.
შვილების თაობის წარმომადგენელი არსენ კალატოზიშვილმა ციხეში ორი დღის წინ გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ახალი საპროტრსტო ტალღის აგორება მოჰყვა.
სოლიდარობა უპრეცედენტო აღმოჩნდა. რამდენიმე საათში, ლაზარესთვის 20 000 ლარი შეაგროვდა. გუშინ 21 წლის ბიჭის გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას კი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შეუერთდა.