მიხეილ სააკაშვილი 61 კილოა - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილი 61 კილოგრამს იწონის - ინფორმაცია მედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიაწოდა.
გუშინ აწონეს და მისი წონა 61 კილოა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი“, - განაცხადა ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, ის სახალხო დამცველის კონსილიუმს ენდობა:
„კარგია, რომ შედიან. ალბათ, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც შედიოდნენ. ვიცი, რომ არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. მჯერა, რომ ობიექტურები არიან. კარგია, რომ შევლენ და დასკვნას დაწერენ“, - განაცხადა ალასანიამ.