მთავრობა გვატყუებს, დროზე მოდით გონს! - "რესპუბლიკურში" მედიკოსების პროტესტი გრძელდება
პროტესტი "რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები, მედდები, სანიტრები კლინიკის წინ დგანან და აქციას მართავენ.
თეთრხალათიანები ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებენ და ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ.
"რესპუბიკურთან" შეკრებილები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის მინისტრს, არ სჯერათ დაპირების, რომ მოქმედ თანამშრომლებს სხვა კლინიკებში გადაანაწილებენ.
ექიმების პროტესტს რამდენიმე წუთის წინ "ვოლტის" კურიერები შეუერთდნენ და სხვა კლინიკის ექიმებიც შეუერთდნენ.
ჩემთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ეს განაცხადი, რომ უნდა დაინგრესო. როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა, ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. ძალიან ვთხოვ, მთავრობას, მოვიდეს გონს, მათ უყვართ სიტყვები - "ეს სიცრუეა", "ტყუიან", ვიტყვი რომ მთავრობა ცრუობს! - სად წაიყვანენ ამდენ ექიმს?! მე წასასვლელი არსად მაქვს. არ მჯერა ამ თავრობის! რადგან ეს არის ტყუილი", - თქვა ექიმმა ლალი ჯაფარიძემ.