სპორტკომპლექსის დაუსრულებელი სამუშაოები ზუგდიდში - ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

02.04.23 11:55
სპორტკომპლექსის დაუსრულებელი სამუშაოები ზუგდიდში - ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

რატომ არ ასრულებს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებას და რატომ არ ხსნის ზუგდიდის სპორტულ კომპლექს?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 11მილიოანიანი პროექტის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და გაარკვიეს, რომ ჩინური კომპანიისთვის გადახდილია 4 მილიონი, მაგრამ მშენებელმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა. სამუშაოები მიატოვა და სამეგრელოდან წავიდა, არადა ზუგდიდის სპორტ კომპლექსი 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ნაციონალაური მოძრაობა თანხების გაფლანგვასა და კორუფციულ გარიგებაზე მიანიშნებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, დარიკო არქანია საგამოძიებო სამსახურებს თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

 ქართული ოცნება ყოველთვის, წინასაარჩევნოდ იძლევა ცრუ დაპირებებს ხმების სანაცვლოდ, რომელსაც ან იწყებს მშენებლობას და არ ასრულებს ბოლომდე, ან ასრულებს, მაგრამ არახარისხიანად. ამის ცოცხალი მაგალითი ზუგდიდში ბევრი გვაქვს. ამის ნათელი მაგალითი არის ზუგდიდის სტადიონი და კიდევ ბევრი დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები. ამის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო პროკურატურას, დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება და ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ გაგვცეს პასუხი და გაგვაგებინონ, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი და მიეცეს პასუხისმგებლობაში" - განაცხადა ბრიფინგზე დარიკო არქანიამ.