სააკაშვილი ელოდა კონსილიუმს, შესაბამისად, შეამცირა კალორაჟი, რაც წონაზე აისახა - ვივამედის ენდოკრინოლოგი

02.04.23 14:00
სააკაშვილი ელოდა კონსილიუმს, შესაბამისად, შეამცირა კალორაჟი, რაც წონაზე აისახა - ვივამედის ენდოკრინოლოგი

კლინიკა "ვივამედის" ენდოკრინოლოგი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკვების კალორაჟი შეამცირა. მიზეზი კი სოფო მებუკეს თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის შესვლა იყო. 

მედიკოსი ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 61 კილოგრამს იწონის. 

"61.200-იაყო ბოლო მონაცემების მიხედვით. მთელი კვირის განმავლობაში ის სახალხო დამცველის კონსილიუმის მოლოდინში იყო და შესაბამისად, კიდევ უფრო ადგილი ჰქონდა კალორაჟის შემცირებას, რაც წონაზე აისახა და ფაქტია, რომ მიიღო იმაზე კიდევ უფრო ნაკლები, რასაც ჩვეულ რეჟიმში იღებდა", - თქვა სოფო მებუკემ.