ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს - ნინო ლომჯარია
"პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას"- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია:
პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ", - წერს ლომჯარია.
შვილების თაობის წარმომადგენელი არსენ კალატოზიშვილმა ციხეში ორი დღის წინ გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ახალი საპროტრსტო ტალღის აგორება მოჰყვა.
სოლიდარობა უპრეცედენტო აღმოჩნდა. რამდენიმე საათში, ლაზარესთვის 20 000 ლარი შეაგროვდა. გუშინ 21 წლის ბიჭის გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას კი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შეუერთდა.