პროკურატურამ ამბასადორში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარედგინა - დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს
„ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ირკვევა, რომ 28 წლის კაცი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.
არ აღიარებს ბრალს, ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. შესაბამისად აღნიშნული დაფიქსირა. მის დაცვას კონსიტიტუციით გათვალისწინებული უფლებით გავაგრძელებთ.
ის უარყოფს ყველა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის იმას რომ კაზინოში ფული წააგო"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი, პაატა გოგოლაძე.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა - უწყების ცნობით, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
საგამოძიებო ორგანოშის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში", ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.
პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.