საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიული ძეგლის ნაცვლად - მთაწმინდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

02.04.23 15:21
საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიული ძეგლის ნაცვლად - მთაწმინდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

რატომ გასცემს თბილისის მერია კორპუსების მშენებლობის ნებართვებს მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად?

ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დღეს ქუჩაში ისევ გამოვიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ  კომპანია "ემკა დეველოპმენტმა", რომელსაც ადგილზე ტერასული სახლები უნდა აეშენებინა, მერიიდან ახალი ნებართვა მიიღო და ტერასები დიდ საცხოვრებელ კომპლექსად იქცა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლების დაზიანება გამოიწვია. 

მთაწმინდის ფერდზე მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობას დღეს "ლელოს საქართველოსთვის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე შეხვდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დააყენებს. 

აქაურობა საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადეს. ეს არის კორუფციული და სამარცხვინო მშენებლობების შედეგი. მახინჯდება ჩვენი ისტორიული უბნის იერსახე. მთაწმინდის ფერდზე გაჩნდა ეს სიმახინჯე რომელიც კულტურული ძეგლს ფარავს ასევე ასეთი მშენებლობის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის უხეში ეროზია მოხდა. თბილისის მერიისგან არ არის პასუხი, რადგან თბილისის მერია ამ სამშენებლო დანაშაულის თანამზრახველია"- აცხადებს ბუაძე.

“თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია სამშენებლო კომპანიებთან თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის საეჭვო კავშირებზე წინა კვირას გამოავეყნა. 

მთაწმინდაზე მდებარე  თბილისის ისტორიული ძეგლი და ისტორიული უბანი ერთი ხელის მოწერით გააქრეს. პროექტის მიხედვით, კომპანია "ემკ დეველოპმენტს" იქ ტერასული სახლები უნდა აეშენებინა, თუმცა მერიიდან ახალი ნებართვა მიიღეს და ტერასები დიდ საცხოვრებელ კომპლექსად იქცა, რომელმაც ისტორიული ეკლესია მთლიანად დაფარა. ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად კომპანიას მერიამ მწვანე შუქი აუნთო.

რა კავშირი აქვს თბილისის ვიცემერს "ემკა დეველოპმენტთან? - თავისუფლების მონიტორმა ირაკლი ბენდელიანის საეჭვო გარიგებებზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიას თბილისის ცენტრში კიდევ არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული.   იმ კორპუსებში კი ბედელიანის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები სოლიდურ ქონებას ფლობენ. ირკვევა,  ბინები პრესტიჟულ სახლებში ვიცემერის სანათესაოსთვის საბაზრო ფასზე სამჯერ იაფი ღირს.