"აღენიშნება საშინელი კახექსია, კუნთების განლევა და უჭირს ადგომა" - მედიკოსი სააკაშვილზე

02.04.23 17:10
"აღენიშნება საშინელი კახექსია, კუნთების განლევა და უჭირს ადგომა" - მედიკოსი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია. აღენიშნება საშინელი კახექსია, კუნთების განლევა და უჭირს ადგომა. 

მედიკოსი ამბობს, რომ  საქართველოს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია: 

უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება. 

10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”,- განაცხადა გრიგოლიამ.